Sunday, November 13, 2016

დღე მეცხრე

შევაჯამეთ ჩვენი ტრენინგის შედეგები, განვიხილეთ პრეზენტაციები, მივიღეთ მცირედი შენიშვნები და მითითებები. ძალიან სასრგებლო და პროდუქტიული  იყო ჩვენთვის  მესამე დონის ტრენინგი.  დიდი მადლობა ბატონ დავითს.

Saturday, November 12, 2016

დღე მერვე

დღეს შევისწავლე ბლოგზე ახალი ღილაკებისა და ჩანაწერების გაკეთება, სურათების ჩასმა. ელექტრონულ ფოსტაში შემოსული წერილების დახარისხება სხვადასხვა ნიშნით და სხვა. 

დღე მეშვიდე

შევისწავლეთ პროექტისათვის შეფასების რუბრიკების სხვადასხვა ფორმების შექმნა, რაც ძალიან დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის ხარისხიანად წარმართვაში. გავიმეორეთ PowerPoint-ის ინსტრუმენტების ფუნქციები, რაც დამეხმარება ჩემი პროექტის პრეზენტაციისათვის

დღე მეექვსე



შევასრულეთ შეფასების ფორმის ერთი ნიმუშის  ტესტებზე. განვიხილეთ შეფასების ფორმები. გავეცანით გარდნერის ინტელექტის განვითარების ფორმებს და ტესტებს,ვისაუბრეთ მრავალმხრივი ინტელექტის ტესტებზე .

დღე მეოთხე

როგორც ყოველთვის საინტერესო პროექტი იყო.განვიხილეთ პროექტისთვის კითხვარი,მოსწავლეთა დაჯგუფების მეთოდი.

დღე მეხუთე

ვისწავლეთ საავტორო უფლებების გამოყენება.რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის. ასევე ვისაუბრეთ ონლაინ საკიმუნიკაციო და  თანამშრომლობითი რესურსების შედარებასა  და მათ  ინსტრუმენტებზე.

დღე მეორე

დღევანდელი დღე  ძალიან საინტერესო და ეფექტური იყო. გავიმეორეთ 2-ე დონეზე გავლილი მასალა, ბლოგების შექმნა. გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონის შედგენას.